ჩვენი სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციის საქართველოს ნაკრების გუნდში არიან
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ანი იოსელიანი და თეიმურაზ ჯაყელი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS (International Conference of Young Scientists) საქართველოს ნაკრების გუნდში არიან პარტნიორი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ანი და თეიმურაზი 28, 29 იანვარს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ თბილისში და პარტნიორი სკოლის მოსწავლეებთან საკონფერენციო თემებზე იმუშავეს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ანი და თემო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ესტუმრნენ და გაეცნენ ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას FABLAB, მასში არსებული დანადგარების ფუნქციონირებასა და მიზნობრიობას, ასევე, შეხვდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებლებს.
21-27 აპრილს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს სკოლის მოსწავლეებს.