11
ოქტომბერი
ვორქშოფი: მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის
11 ოქტომბერს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, მასწავლებლის თვის ფარგლებში, 2018 წლის მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მფლობელმა მანანა კაპეტივაძემ და 2017 წლის მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ ჩაატარეს ვორქშოფი.
ვორქშოფის თემა: მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის.
ვორქშოფში მონაწილეობა, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის სხვა სკოლების პედაგოგებმაც მიიღეს.