მშობლის ერთი გაკვეთილი

ბათუმის ქარათულ-ამერიკულ სკოლაში 2019 წლიდან დაწყებული პროექტი "მშობლის ერთი გაკვეთილი" გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოწვეული მშობელი ერთ საინტერესო, შემეცნებით გაკვეთილს ატარებს.

უკითხავს ზღაპარს/მოთხრობას და სახალისო დავალებებს სთავაზობს მოსწავლეებს.

მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში აუცილებელია იმისთვის, რომ შვილების აკადემიური მოსწრება გაიზარდოს ან მთლიანად სასწავლო ცხოვრება კიდევ უფრო დემოკრატიული და წარმატებული გახდეს.

ეს პროექტი კი საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, მშობელს კი ეძლევა საშუალება ღრმად ჩაიხედოს შვილის სასკოლო საქმიანობაში.

მარტის თვის სტუმრებმა საინტერესოდ წარმართეს საგაკვეთილო პროცესი.

აღფრთოვანებული მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან თუ ვინ იქნება შემდეგი.