ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის V კლასის მოსწავლეები ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ.

მოზარდებს მუზეუმის სპეციალისტმა მაია გათენაძემ ჩაუტარა საგანმანათლებლო პროგრამა - “სამყარო ცოცხალ ფერებში” და თემატური ექსკურსია. 

მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტოგრაფიის ფუძემდებლის სერგეი პროკუდინ-გორსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

ბავშვებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმ ვიდეოკოლაჟის ნახვა, რომელიც სახელგანთქმული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოებით არის შექმნილი.