კომპლექსური დავალება

GASB-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უტარდებათ ინტერაქტიული გაკვეთილები.

II კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შექმნეს თოჯინები ნინო ბეზარაშვილის “თოჯინას” მიხედვით.

  • “სწავლა კეთებით” სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც ემყარება გამოცდილებასა და სოციალურ ინტერაქციას.
  • ის ბავშვებს სხვადასხვა უნარის წარმოჩენის საშუალებას აძლევს, აჩვევს ფიქრს, მოქმედებასა და უვითარებს წარმოსახვის უნარს.
  • დავალება ბავშვებისთვის სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.