პრაქტიკული გაკვეთილი

GASB-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უტარდებათ ინტერაქტიული გაკვეთილები.

II კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუტარდათ პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე - „ხაბაზი“.

ლექსის განხილვის შემდგომ ჩვენმა პატარებმა პრაქტიკულად გამოსცადეს პურის გამოცხობის პროცესი.

ამ გზით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ახლად შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებზე, საკუთარი თვალით იხილეს რას ნიშნავს ''დევის ღიპივით აფუებული ცომი''

  • განწყობა - მხიარული;
  • პროცესი - ბუნებრივი;
  • შედეგი - იდეალური.