“მშობელთა ჩართულობა-წიგნის საათი”
სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. სწორედ ამიტომ , ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ახორციელებს პროექტს , “მშობელთა ჩართულობა - წიგნის საათი”
GASB-ი აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
პროექტში ჩართულია GASB-ის დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ, წინასწარ მომზადებული თემით და შესაბამისი ინტერაქტიული აქტივობით , რომელშიც ჩართულია ყველა ბავშვი.
მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, იღებენ უკეთეს შეფასებებს , აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
მადლობა, პროექტში ჩართულ ყველა მშობელს , ერთობლივი მუშაობისთვის !