01
მარტი
მაფიის ღამე
"Მაფიის ღამე'' იდუმალებით მოცული დეტექტიური თამაშია, სადაც თეთრი და შავი მხარე უპირისპირდება ერთმანეთს.
თამაში "მაფიის ღამე" ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ იყო ორგანიზებული.
თამაშში მონაწილეობდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები. თამაშმა ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა.
მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან "მაფიის ღამის" მორიგ თამაშს. გამჟღავნდება მაფიოზი? გააგრძელებს ცხოვრებას? თუ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გამოეთიშება თამაშს?
ამ ყველაფერს მაფიის კიდევ ერთ ღამეს გაიგებთ!