ანრი დუმბაძე

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ანრი დუმბაძე თურქეთის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამის კონკურსის გამარჯვებულია.

სამეცნიერო ბანაკის მიზანია ინტერაქტიული აქტივობებით მოსწავლეების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა.

ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში.

მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან დამეგობრებისა და მათთვის საკუთარი ქვეყნის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ანრი დუმბაძეს მიღწეულ წარმატებას!