ნოდო გელაშვილი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ნოდო გელაშვილი ჩაირიცხა STEM სკოლაში და მოიპოვა საქართველოს ბანკის სტიპენდია.

კონკურსში მონაწილე 700 მოსწავლიდან , საქართველოს ბანკის დაფინანსების მიღება მხოლოდ 30 მოსწავლემ შეძლო.

STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისტანციურად დაეუფლონ საბაზისო ცოდნას შემდეგი მიმართულებით:

  • Tinkercad-ში მუშაობა და მოდელირება;
  • მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამება;
  • Arduino-ს სენსორების მართვა და გამოყენება;
  • ელექტრონული კომპონენტების საშუალებით STEM პროექტების შექმნა.

მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები გაიაზრებენ თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნისა და მუშაობის პრინციპებს, მოსწავლეებს განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნება, დაეუფლებიან პროგრამირებისა და ელექტროინჟინერიის საფუძვლებს.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნოდო გელაშვილს მიღწეულ წარმატებას!