მეორადი სამოსის ახალი სიცოცხლე ჩვენი პლანეტისთვის

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა ახორციელებს სოციალურ პროექტს - “მეორადი სამოსის ახალი სიცოცხლე ჩვენი პლანეტისთვის”.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ კოლეჯ “ ბლექსის”, სადაც მეორადი სამოსისგან დაამზადეს სხვადასხვა აქსესუარი.

მოსწავლეები ხელნაკეთ ნივთებს საქველმლქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარადგენენ.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს სურთ წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარეობს პროექტული სწავლება - “მეორადი სამოსის ახალი სიცოცხლე ჩვენი პლანეტისთვის”.

პროექტის ხელმძღვანელი- ხელოვნების მასწავლებელი: ლიკა იობიძე.