მისია, ღირებულებები და ხედვა
„ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ“ ფუნქციონოირება დაიწყო 2018-2019 სასწავლო წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე სკოლამ განვითარების ვრცელი გზა განვლო.
განვითარების ამ ეტაპზე, სკოლაში მიმდინარეობს მისიისა და ხედვის, ორგანიზაციის ღირებულებების განახლებაზე მსჯელობა. სკოლაში ჩამოყალიბებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა მისიისა და ხედვის განაცხადის პროექტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკეთ ასახავს სკოლის იდენტობას და მისწრაფებებს.
წარმოგიდგენთ „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის“ განახლებული მისიისა და ხედვის განაცხადის, ორგანიზაციის ღირებულებების პროექტს:
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაა აღზარდოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი და მაღალი ადამიანური ღირებულებების მქონე მსოფლიო მოქალაქე.
სკოლის გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, იგი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით და ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილია ყველა პირობა მოსწავლის აკადემიური წარმატებისათვის, ასევე, მათი ემოციური და ფსიქო-სოციალური განვითარებისათვის.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ღირებულებებია:
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- გუნდურობა
- სამართლიანობა
- გამჭვირვალობა
- კეთილსინდისიერება
მოხარულები ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ მოსაზრებებს წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. გთხოვთ, მიმართოთ სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ქეთი დიასამიძეს.