კანტის აკადემიის სალექციო კურსი XI და XII კლასელებისთვის

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კანტის აკადემიის სალექციო კურსი დაიწყო. პირველი ლექცია ჩატარდა "ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის" მოდულის ფარგლებში.

XI და XII კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხერხებზე სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. შეხვედრა თბილისიდან მოწვეულმა სპიკერმა, ცვატა ბერძენიშვილმა ინტერაქციულ რეჟიმში გამართა.

სალექციო მოდულის ფარგლებში, სპეციალურად ჩვენი მოსწავლეებისთვის, თბილისიდან ბათუმს კიდევ სამი სპიკერი ეწვევა, რომლებთან ერთად სალექციო ფორმატში განხილული იქნება:

  • ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური კომუნიკაცია;
  • სხეულის ენა; ბარიერები კომუნიკაციის ფარგლებში;
  • მოსმენის ტექნიკა;
  • საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • ქოუჩინგის არსი და ქოუჩინგის მეთოდოლიგია;
  • სტრესის მართვა და ემოციური ინტელექტი;
  • ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება;
  • ლიდერის ტიპები და პერსონალური განვითარების მახასიათებლები;
  • რესურსების მენეჯმენტი და გლობალური ლიდერიზმი