ამერიკის პრეზიდენტის დღე!

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ.

ყოველი წლის თებერვლის მესამე ორშაბათს, ამერიკელები პატივს მიაგებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყნის ყველა პრეზიდენტს, მათი გაწეული სამსახურისთვის.

თავდაპირველად პრეზიდენტის დღე ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად დაარსდა.1968 წელს თარიღი შეიცვალა და ამერიკა პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

თებერვალში ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი პრეზიდენტის - ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეა.