ცნობილი ხუთეული

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ცნობილი ხუთეულის" ახალი თავგადასავალი.

შესწავლილ წიგნზე დაყრდნობით მოამზადეს მათთვის სასურველი ეპიზოდის დიორამები და პრეზენტაციები.

წიგნიერება ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობაა.

წიგნიერების სწავლა სამყაროს შეცნობის და უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.

ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევაყვაროთ არა მხოლოდ კითხვა, არამედ დავეხმაროთ მათ შეიძინონ კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის მარტივი და კომპლექსური დასკვნების გამოტანის უნარები.