წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

📚წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! 

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლოს პირველკლასელები ტრადიციულად შეუერთდნენ საერთაშორისო ინიციატივას.

მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ერთად წაიკითხეს ზღაპარი - ,,ცრუ". განიხილეს ზღაპრის შინაარსი,მნიშვნელობა და საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს ერთმანეთს.

შეხვედრის შემდეგ, ზღაპრის წაკითხვით გამოწვეული ემოციები ასახეს ნახატებში.