შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

26 იანვარს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას Georgian Academic Abroad ეწვია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა.

მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტების მისაღებ მოთხოვნებზე, სააპლიკაციო პროცესებზე, დაფინანსებების შესაძლებლობებზე და სხვადასხვა საზაფხულო გაცვლით პროგრამებზე.

Georgian academic abroad საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საზღვარგარეთ სწავლის საკონსულტაციო კომპანიაა.