პროექტი "TechInnovate Your Business"

ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივით პროექტი „TechInnovate Your Business - ისწავლე და გამოიყენე ახალი ტექნოლოგიები შენს ბიზნესში“ დასრულდა, რომელიც მიზნად ისახავდა აჭარაში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ისწავლეს ინოვაციური მეწარმეობის ძირითადი ასპექტები, ბიზნეს იდეების გენერირება და თანამედროვე მიდგომები, მიღებული ცოდნის საფუძველზე თითოეულმა გუნდმა წარადგინა საკუთარ იდეაზე დაფუძნებული პროექტი.

პროექტში 11 გუნდი მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე გავიდა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი ,,ფირალი''

გამარჯვებული გუნდის წევრებია:

  • გაბრიელ კვერღელიძე;
  • ნოდო გელაშვილი;
  • ანრი დუმბაძე.

ვულოცავთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას. Photo credit: Tech Park Georgia