თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული საახალწლო საღამო

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით VII-XII კლასის მოსწავლეთათვის საახალწლო, გასართობი საღამო გაიმართა.

მოსწავლეებმა ჩაატარეს შემდეგი კონკურსები: მელომანი, იღბლიანი ბორბალი და პინიატა.

კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებია:

  • მელომანი - ზურა სურმანიძე;
  • იღბლიანი ბორბალი - ზურა სურმანიძე;
  • პინიატა - ალექსანდრე გოჩიტიძე.

საახალწლო საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლის ბენდმა ,,STREET 117''

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები.