გენდერული სტერეოტიპები პროფესიებში

შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის XI კლასის მოსწავლეები ახორციელებენ სამოქალაქო განათლების სასკოლო პროექტს “გენდერული სტერეოტიპები პროფესიებში”, რომლის ფარგლებშიც ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა, ხოლო შემდეგ ეტაპზე სკოლაში მოიწვიეს ქალები, რომლებიც გარკვეულ პროფესიებში იშვიათად გვხდებიან საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო.

ჩვენი სტუმრები იყვნენ:

  • ბათუმის რაიონული პროკურორი - ოლგა მერებაშვილი;
  • შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პირველი ქალი მძღოლი - ლია ბერიძე.

მოსწავლეებთან შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს პროფესიის არჩევის პროცესზე, კარიერულ განვითარებასა და თავიანთ პერსონალურ გამოცდილებაზე, რომელიც შეხვდათ საზოგადოებასა თუ ოჯახურ წრეში.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

პროექტული სწავლება უვითარებს მოსწავლეებს სამოქალაქო უნარებს, აფიქრებს სოციუმში არსებულ პრობლემებზე და ხელს უწყობს სკოლისა და თემის თანამშრომლობას.