12
დეკემბერი
ადამიანის უფლებათა კვირეული
11 დეკემბერს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ მათ წარუდგნა პრეზენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს როლისა და ფუნქციის შესახებ მართმსაჯულების სისტემაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს როლი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა ფუნქცია აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლევათა დაცვის პროცესში.