05
დეკემბერი
პროექტი - "მშობლის ერთი გაკვეთილი".
ბათუმის ქარათულ-ამერიკულ სკოლაში გრძელდება პროექტი - "მშობლის ერთი გაკვეთილი".
პროექტის ფარგლებში მოწვული მშობელი ერთ საინტერესო, შემეცნებით გაკვეთილს ატარებს.
უკითხავს ზღაპარს/მოთხრობას და სახალისო დავალებებს სთავაზობს მოსწავლეებს.
მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში აუცილებელია იმისთვის, რომ შვილების აკადემიური მოსწრება გაიზარდოს ან მთლიანად სასწავლო ცხოვრება კიდევ უფრო დემოკრატიული და წარმატებული გახდეს.
ეს პროექტი კი საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, მშობელს კი ეძლევა საშუალება ღრმად ჩაიხედოს შვილის სასკოლო საქმიანობაში.
ნოემბრის თვის სტუმრებმა საინტერესოდ წარმათეს საგაკვეთილო პროცესი.
აღფრთოვანებული მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან თუ ვინ იქნება შემდეგი.