შემოდგომა საქართველოს კუთხეებში

საქართველო ყველა სეზონზე ულამაზესია, ყველა პერიოდს თავისი ხიბლი და მაგია აქვს. შემოდგომის შემოსვლასთან ერთად, გარემოც მეტად მომნუსხველი და ფერადი ხდება.

ოქროსფერი შემოდგომა მთელი თავისი არსით, რომ შეიგრძნო საქართველოს ყველა კუთხეში უნდა იმოგზაურო. 

დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის III და IV კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს "შემოდგომა საქართველოს კუთხეებში". 

ჯადოსნური გარემოს შექმნაზე იზრუნა ხელოვნების მასწავლებელმა - ლია ბაჯელიძემ.