ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

3 ნოემბერს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაესწრნენ.

სასამართლო სხდომას უძღვებოდა მოსამართლე: ნინო სახელაშვილი. სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე პირადად შეხვდა მოსწავლეებს და მათ შეკითხვებს უპასუხა.

სასამართლოს საქმიაობის გაცნობა, მოსამართლის საქმიანობაზე დაკვირვება მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობის მოქალაქეებად აყალიბებს და საგანმანათლებლო-პრევენციულ მიზნებს ემსახურება.