ანბანის შემობრძანება

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პირველ კლასებში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება - ,,გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“.

დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოეფერნენ ჩვენი პატარები სიბრძნის წიგნს, ეზიარნენ ანბანის საოცარ ძალას, იმოგზაურეს ,,ანბანეთში'', რომელიც მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო იყო.

გილოცავთ პირველ ნაბიჯებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.