ჰელოუინის დღესასწაული 2023

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, როგორც წინა წლებში, ჰელოუინის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII - XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ყოველწლიურად ემზადებიან აღნიშნული დღისთვის და ერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებში.

სპეციალურად შერჩეულმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო კოსტიუმი მოსწავლეებს შორის:

  • VIII კლასი - მათე პაქსაძე;
  • X კლასი - ელენე ჩხაიძე.

საუკეთესო კოსტიუმი პედაგოგებს შორის:

  • მზიანა ებრალიძე

საუკეთესო კუთხის დიზაინი:

  • IXბ კლასი

სახალისო თამაშის გამარჯვებული წყვილი:

  • გაბრიელ ხახნელიძე და სანდრა ბარკალაია.

გამარჯვებულებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.

საღამო მუსიკალურად გააფორმა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბენდმა და  ჯგუფმა ,,პლატინა“ - ნეონის და ცეცხლის შთამბეჭდავი შოუს წარმოდგენით.