თვითმმართველობის არჩევნები

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კლასის თვითმმართველობის წევრები აირჩიეს, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველ საბჭოში იმუშავებენ, ხოლო მეორე ეტაპზე არჩეულ იქნა სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის პრეზედენტები.

შემაჯამებელი ოქმების შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს შოთიკო დუმბაძე - XIIა კლასი, ხოლო მოადგილედ - ვივიანა ცინცაძე - VIIIა კლასი.

მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წევრები გახდნენ:

  • ბარბარე ბერიძე - VIIა კლასი;
  • სესილი ჯაყელი - VIIბ კლასი;
  • ვივიანა ცინცაძე - VIIIა კლასი;
  • მარიამ ქასრაძე - VIIIბ კლასი;
  • გაბრიელ ხახნელიძე - IXა კლასი;
  • სოფიო ცეცხლაძე - IXბ კლასი
  • მარიამ აბგარიანი - Xა კლასი;
  • დავით დუმბაძე - XIა კლსი
  • ვიქტორია ცეცხლაძე - XIბ კლასი;
  • შოთიკო დუმბაძე - XIIა კლასი.

არჩევნები თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით ჩატარდა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებისათვის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, გამოიჩინონ ინიციატივები, შექმნან სასკოლო კლუბები და ა.შ.

სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის სახელით თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას გამარჯვებას ვულოცავთ და წლის განმავლობაში ნაყოფიერ, შედეგიან საქმიანობას ვუსურვებთ.