საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "ადამიანით ვაჭრობა''
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბათუმის ოფისის წარმომადგენლები ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ.
საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც ადამიანით ვაჭრობის საკითხზე ცნობიერების ამაღლების ემსახურებოდა ჩვენი სკოლის მე-11 კლასელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე IOM-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადამიანთა ვაჭრობის დანაშაულის შესახებ, განიხილეს რა რისკები არსებობს აჭარაში, როგორც სასაზღვრო რეგიონში არალეგალური მიგრაციის მიმართ, როგორი ქცევაა გამართლებული ე.წ. ქუჩაში მომუშავე, მოწყალების მთხოვნელი ბავშვების მიმართ და რომელი სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელნი მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.