კანტის აკადემიის პროგრამის I ეტაპის დახურვა

კანტის აკადემიის პროგრამის I სეზონი ბათუმში ოფიციალურად დაიხურა.

 მოზარდებმა სამ თვიანი პროგრამა ეფექტური კომუნიკაციის, ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის მიმართულებით გაიარეს. ლექციებს თბილისიდან მოწვეული სპიკერები უძღვებოდნენ, რომლსაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა.

საზეიმო დახურვის ცერემონიას ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი, კანტის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგებლები ესწრებოდნენ.  კურსდამთავრებულებს გადაეცათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი ორ ენოვანი დიპლომები.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაკანტის აკადემიასთან პარტნიორობას განაგრძობს და ახალი ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს.