კომპიუტერული სკოლა ,,მზიურის'' შესარჩევი ტესტირება

2023 წლის 17 სექტემბერს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა კომპიუტერული სკოლა ,,მზიურის'' შესარჩევი ტესტირება.

ტესტირება V – VII კლასის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლისთვის საჭირო, საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებული 3 წლიანი თანადაფინანსება და სრულად დაფინანსებული სწავლა კომპიუტერულ სკოლა ,,მზიური''-ში.

GASB უსურვებს ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეებს წარმატებას!