ვაკანსია - სოციალური მედიისა და ვებგვერდის ადმინისტრატორი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და ვებგვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

სოციალური მედიისა და ვებგვერდის ადმინისტრატორი სამუშაოს აღწერილობა

  • სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, YouTube) ორგანიზაციის გვერდებისა და არხების მართვა, პოპულარიზაცია;
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
  • სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • Facebook-ის და Instagram-ის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
  • ვებგვერდის მართვა;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის და სოციალურ ქსელში ხილვადობის გაზრდის მიზნით;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა და კამპუსის ტურებისა, თუ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრების დროს;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ჯგუფთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობა და ჩართულობა ყოველდღიურ საქმიანობაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები);
  • ანგარიშების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
  • დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებების, ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა, გუგლის, ფეისბუკის და ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენება;
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ერთ-ერთი გრაფიკული პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel);
  • შემოქმედებითი წერის უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა.

თვისებები

  • საკუთარი საქმისადმი ინტერესი და პრაქტიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • სტრესში მუშაობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო

დატვირთვა: სრული (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00 – 18:00 საათამდე)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმი ელექტრონულ მისამართზე info@gasb.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიისა და ვებგვერდის ადმინისტრატორი“.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.