3-წლიანი თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა

📣 GASB-სასტიპენდიო პროგრამა - 3-წლიანი თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ნიჭიერი მოსწავლეებისთვის.

🔵 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით სკოლა არაერთ შესაძლებლობას ქმნის როგორც არსებული, ისე მომავალი მოსწავლეებისთვის.

🔵 ამჟამად, გიზიარებთ ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ შეიმუშავა V – VII კლასის მოსწავლეებისთვის კომპიუტერული სკოლა მზიური-სთან თანამშრომლობით.

⏹ სასტიპენდიო პროგრამა V – VII კლასის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლისთვის საჭირო, საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებული 3-წლიანი თანადაფინანსება.

❓ ვის შეუძლია მოიპოვოს GASB-სტიპენდია? ‼ GASB-სასტიპენდიო პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები 3-წლიანი თანადაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც:

▶ 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის არის V-VII კლასის მოსწავლე;

▶ წარმატებით ჩააბარებს კომპიუტერული სკოლის „მზიური“ტესტირებას;

▶ 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გააგრძელებს.

👉 GASB-სტიპენდიის მოცულობა და მისი გამოყენების პირობები: უკლებლივ ყველა მოსწავლე, რომელიც 2023 წელს დარეგისტრირდება კომპიუტერული სკოლის „მზიური“ტესტირებაზე, წარმატებით ჩააბარებს მას და სექტემბრიდან სწავლას განაგრძობს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, GASB-სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიიღებს სკოლაში სწავლის თანადაფინანსებისთვის 3-წლიან სასტიპენდიო ვაუჩერს. ასევე, მოიპოვებს დამატებით 1000-ლარიან სრულ წლიურ დაფინანსებას კომპიუტერულ ცენტრში “მზიური” სწავლისთვის. მოსწავლე, რომელიც “მზიურის” ტესტირებაზე სწორ პასუხს გასცემს საგამოცდო ტესტის:

▶ 100%-ს - მოიპოვებს 3000-ლარიან წლიურ GASB- სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 9 000 ლარი)

▶ 90%-ს - მოიპოვებს 2000-ლარიან წლიურ GASB- სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 6 000 ლარი)

▶ 80%-ს - მოიპოვებს 1000-ლარიან წლიურ GASB- სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 3 000 ლარი)

▶ 70%-ს - მოიპოვებს 500-ლარიან წლიურ GASB- სტიპენდიას, რომელიც შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში (ჯამური თანხა: 1 500 ლარი) გარდა სწავლისთვის მოპოვებული თანადაფინანსებისა, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით ისწავლონ კომპიუტერული ცენტრის “მზიური” სასწავლო პროგრამაზე ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში. დაფინანსების შესანარჩუნებლად მოსწავლე უნდა დაესწროს კომპიუტერული სკოლა მზიურის გაკვეთილების მინიმუმ 90%-ს.

❓ როგორ მოვიპოვო GASB-სტიპენდია?

▶ აკმაყოფილებდეთ GASB-სასტიპენდიო პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

▶ დარეგისტრირდეთ კომპიუტერული ცენტრის “მზიური” ტესტირებაზე;

▶ რეგისტრაციისთვის: https://shorturl.at/cegDR

▶ გაიაროთ “მზიურის” ტესტირება წარმატებით;

▶ ყველაზე გვიან, ქულების გაგებიდან, 5 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოგვიდგინო კომპიუტერული ცენტრის “მზიური” ცნობა მათი ტესტირების წარმატებით ჩაბარების შესახებ (მიღებული ქულის მითითებით) და ამავე ვადაში გააფორმო მობილობის ხელშეკრულება ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან.