04
აგვისტო
საზაფხულო სკოლის მეორე სესია 2023
GASB ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის მეორე სესია დასრულდა!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს Global Partners for Education-ს ორგანიზაციასთან და ყოველწლიურად 100-მდე მოსწავლეს ორი კვირის განმავლობაში ეძლევა საშუალება აიმაღლონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და უნარ-ჩვევები.
Global Partners for Education-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომელიც ზრუნავს მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაზე.
პროექტში თითოეულ მონაწილეს გადაეცათ ინგლისურენოვანი სიგელი საზაფხულო სკოლაში წარმატებული მონაწილეობისთვის.