WRO
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის V-VI კლასის მოსწავლებისგან შემდგარი გუნდი ,,განდაგანა'' მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის საქართველოს რეგიონალური ფინალის გამარჯვებულია Robomission Elementary კატეგორიაში.
მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა, რომელიც იმართება 2004 წლიდან, გამოწვევებით სავსე,შემეცნებითი კონკურსია, სადაც მონაწილეები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები, ქმნიან და აწყობენ რობოტებს, რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, დაგეგმარების და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
2020 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა.
აღნიშნულ ოლიმპიადაზე შპს ,,ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის'' სამი გუნდი იყო წარმოდგენილი.
Robomission Elementary კატეგორიაში გამარჯვებული გუნდი ,,განდაგანას'' წევრებია:
- ანდრია ბერიძე;
- ლოლა მემიაძე;
- დავით ხუჭუა.
კატეგორია Robomission Junior-ის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის ,,Reverse B" წევრებია:
- გაბრიელ კვერღელიძე;
- ნოდო გელაშვილი;
- ანრი დუმბაძე.
კატეგორია Robomission Junior-ის მეშვიდე ადგილის მფლობელი გუნდის ,,Zzz" წევრებია:
- კესარია დისამიძე;
- ნიჰალ ბალაქიშიევი;
- გიორგი სიხარულიძე.
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პანამაში, სადაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით იასპარეზებს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაზე.
ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის საოლიმპიადე გუნდების მენტორებია:
- ამირან ანთაძე;
- თამაზ ჩხარტიშვილი;