ქალთა საერთაშორისო დღე მათემატიკაში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6ა და მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მსოფლიოში ცნობილ ქალ მათემატიკოსებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მათემატიკის, როგორც მეცნიერების და ასევე ტექნოლოგიების განვითარებაში.

მარიამ მირზახანი (1977-2017) - უმაღლესი მათემატიკური ჯილდოს, ფილდსის მედლის პირველი ქალი ლაურიატია. მის პატივსაცემად, ყოველ წელს, მარიამის დაბადების დღეს, 12 მაისს აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე მათემატიკაში. ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები კი იმართება 12 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

ღონისძიების ორგანიზატორი - მათემატიკის პედაგოგი: ლელა ქურიძე