ვიქტორინა ინგლისურ ენაში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ინგლისურ ენაში მიღებული ცოდნა ჯგუფებში ინტერაქციული დავალებების შესრულებით შეაჯამეს.

სახალისო ვიქტორინა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • „Questions from the Paradise Island”- მოსწავლეებმა ერთობრივი მუშაობით უპასუხეს განვლილი მასალიდან დასმულ შეკითხვებს.
  • „Solve the Crossword Puzzle”- მოსწავლეებმა შესწავლილი სიტყვების ინგლისური განმარტებები წაიკითხეს და თავსატეხები კროსვორდის შევსებით ამოხსნეს. 
  • “Picture Story” - ამ აქტივობაში მოსწავლეებმა განამტკიცეს წერითი უნარები. მათ ფოტოების დახმარებით უნდა შეედგინათ ამბავი. ეს აქტივობა ლექსიკური ერთეულებისა და წარსული დროების გახსენება-გამოყენებაში დაეხმარათ. 
  • “Spin the Wheel, Spell the Word” - მოსწავლეები შემთხვევითობით პრინციპით შერჩეულ სიტყვას ზეპირად მარცვლავდნენ. 

თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, გამარჯვებული გუნდი კი პრიზებით დაჯილდოვდა.

გამარჯვებული გუნდის წევრებია: 

  • დანიელ დეკანაძე;
  • ნატალია დევაძე;
  • გიორგი ჯაიანი;

ღონისძიების ორგანიზატორი - ინგლისური ენის პედაგოგი : მადონა ფუტკარაძე.