06
ივნისი
გეოგრაფიის კვირეული
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის კვირეული.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ერთი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფით, კლიმატით, ისტორიული და კულტურული მახასიათებლებითა და სხვა.
- VIIა - იაპონია
- VIIბ - ინდოეთი
- VIIIა - უკრაინა
- VIIIბ - საქართველო
- IXა - მექსიკა
- Xა - საფრანგეთი
- Xბ - ეგვიპტე
- XIა - საუდის არაბეთი
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციისას თითოეული კლასი წარმოდგენილი იყო შესაბამისი ქვეყნის ეროვნული სამოსით.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ღონისძიებას, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მთელი სკოლისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორი - გეოგრაფიის მასწავლებელი: გურანდა აბაშიძე