შეხვედრა მწერალ თამარ გეგეშიძესთან

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას ყველასათვის საყვარელი ცნობილი ქართველი მწერალი თამარ გეგეშიძე ეწვია. მწერალი მოზარდებს ესაუბრა თავის რომანებზე, წერის პროცესსა და პერსონაჟთა პროტოტიპებზე. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კითხვა-პასუხის პროცესში და ინტერესით უსმენდნენ მწერალს.

  • თამარ გეგეშიძემ შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს ავტოგრაფები დაურიგა.
  • შეხვედრის ორგანიზატორი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ დევაძე.