საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის III და IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი "მოვიარე საქართველო".

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობებზე, ადათ-წესებზე და შეასრულეს თითოეული კუთხისადმი დამახასიათებელი ფოლკლორული ნომერი.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!