გიორგი აბგარიანი

 მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლის, გიორგი აბგარიანის წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს გიორგი აბგარიანს IESEG School of Management-ის საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას. გიორგიმ ჩარიცხვასთან ერთად სასწავლებლის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა. 🇫🇷 IÉSEG საფრანგეთის ბიზნეს სკოლების საუკეთესო ათეულში შედის, აქვს სამმაგი (EQUIS, AACSB, AMBA) აკრედიტაცია და Financial Times ევროპის საუკეთესო მენეჯმენტის პროგრამების რეიტინგშია.