GASB-ის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდა და დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები. მათ შორის , დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გადაეცათ სასწავლო წლის შემაჯამებელი შეფასების სერთიფიკატები , საშუალო და ზედა საფეხურის მოსწავლეებში კი გამოვლინდა წარჩინებული მოსწავლეები და კლასგარეშე აქტივობებში მიღწეული წარმატებისთვის გამარჯვებულები.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები , მშობლები , დირექცია და GASB-ის დამფუძნებლები , რომლებმაც არაერთი სიგელი, სერთიფიკატი და საჩუქარი გადასცეს გამარჯვებულებს.