ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წელს ჩატარებული კონკურსებისა და საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა ღონისძიებაზე სულ დაჯილდოვდა 121 მოსწავლე და 73 მასწავლებელი, მათ შორის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შვიდი მოსწავლე და ორი პედაგოგი მათემატიკის მიმართულებით.

მოსწავლეები

  • I ადგილი - ნიკა დარსალია VII კლასი
  • II ადგილი - დიანა დიასამიძე VI კლასი (გუნდური შეჯიბრი)
  • II ადგილი - ნინა ჭოხონელიძე VI კლასი (გუნდური შეჯიბრი)
  • II ადგილი - სანდრო კორძაია VII კლასი (გუნდური შეჯიბრი)
  • II ადგილი - დავით დიასამიძე VII კლასი (გუნდური შეჯიბრი)
  • III ადგილი - გიორგი ქასრაძე VIII კლასი (ინდივიდუალური შეჯიბრი)
  • III ადგილი- თეიმურაზ ჯაყელი VIII კლასი (ინდივიდუალური შეჯიბრი)

მასწავლებლები

  • გიული თავდგირიძე - მათემატიკის მასწავლებელი
  • თამარ ბიბილურიძე - მათემატიკის მასწავლებელი

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები ლეპტოპებით, პლანშეტებითა და დიპლომებით აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ და მოადგილემ აკაკი ძნელაძემ დააჯილდოვეს.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს .