ემილი ქუთელია

მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლის, ემილი ქუთელიას წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ემილი ქუთელიას ბულგარეთის American University in Bulgaria პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას 50%-იანი გრანტით.

AUBG არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობთ ამერიკული სტილის გამორჩეულ განათლებას, რომელიც აღიარებულია როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში.