ვიზიტი @Recycleaf-ში

დღეს, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "სითიზენის" წევრები იმყოფებოდნენ პლასტმასის მეორადი გადამუშავების პუნქტში. რაც უფრო მეტად ვიაზრებთ რა გავლენა აქვს ჩვენს ქმედებებს გარემოზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მდგრადი პრაქტიკის მიღება, რომელიც ხელს რესურსების ეფექტურ გამოყენებას უწყობს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და მართვა მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ეკოლოგიური განათლება და ბუნებაზე ზრუნვის წარმატებული მაგალითებს ბავშვები სასკოლო ასაკიდან გაეცნონ. სწორედ ამიტომ, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "სითიზენის" წევრები იმყოფებოდნენ პლასტმასის მეორადი გადამუშავების მცირე პუნქტში @Recycleaf, რომელიც ბათუმში მელაშვილის #2-ში მდებარეობს. ეს არის კერძო პირთა ინიციატივა, სადაც მოქალაქეებისგან ჩაბარებულ გამოყენებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სპეციალური გადამუშავების შედეგად მეორე სიცოცხლეს აძლევენ. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ გადამუშავების პროცესს და მასში სიმბოლური მონაწილეობაც მიიღეს.

არ გადააგდო, გადაამუშავე და გაუფრთხილდი დედამიწას!