ქართული ლიტერატურა ხელოვნებაში

 ქართული ლიტერატურა ასე საინტერესოდ და ორიგინალურად აისახა ესმა ბაიბურთის, მარიამ ქურდაძისა და მარიამ სამუილოვას ილუსტრაციებში.

მარიამ ქურდაძე: ჩემთვის ხატვა არის აქტივობა, რომელიც მაძლევს საშუალებას გამოვხატო და ჩავაქსოვო ჩემი გრძნობები ტილოზე. ჩემი დიდი სურვილი იყო მეჩვენებინა ოთარაანთ ქვრივის სიძლიერე, მრავალჭირვარამგადანახადობა, რომელმაც ყველა მოგვხიბლა თავისი სიმტკიცითა და სამართლით. რაც შეეხება განდეგილს, დავინახე სულიერი და მიწიერი სილამაზის მნიშვნელობა და გამიჩნდა სურვილი, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის. აგრეთვე, დიდი გავლენა იქონია ჩემზე შოთა რუსთაველის შედევრმა "ვეფხისტყაოსანი", ამიტომაც ჩემებურად გადმოვეცი ტილოზე ტარიელისა და ნესტანის სიტყვით აღუწერელი სიყვარული.

ესმა ბაიბურთ: მინდოდა დამეხატა ის ელემენტები და სიმბოლოები, რომლებიც "ვეფხისტყაოსანს" ეკუთვნოდა მხოლოდ. ეს პოემა ყოველმხრივ უნიკალურია, რა თქმა უნდა. ჩემს გონებაში კი უამრავმა შთამბეჭდავმა პასაჟმა გაიქროლა და შემდეგ, აი, ასე გადმოვიტანე ქაღალდზე.

მარიამ სამუილოვა: ხატვის გატაცება მაქვს, რომელიც წლებია გრძელდება. კარგ თემას ყოველთვის გამოძახილ მოაქვს ჩემში ხატვის სახით. ეს ერთგვარი შთაგონებაა ჩემთვის. ქართული ლიტერატურა აღმოჩნდა იდეალური ჩემი ხატვის მუზის გასაღვიძებლად. განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პერსონაჟებმა მოახდინეს შთაბეჭდილება ჩემზე და შემდეგ ასეთნაირად ავსახე ქაღალდზე.