ნინო ნაკაშიძის გამარჯვება ჭადრაკში

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის კავალერის, გურამ ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია, რესპუბლიკურ ტურნირი ჭადრაკში, სადაც პირველობისთვის ბრძოლაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200 წარმომადგენელი იყო ჩართული. 

ტურნირი, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, სწრაფ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით წარიმართა და U10G-I - ის კატეგორიაში I ადგილი მოიპოვა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლემ ნინო ნაკაშიძე.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნინოს ამ გამარჯვებს!