დედამიწის დღე

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნება. 

ყოველწლიურად ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა უერთდება ამ ღონისძიებას და ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლის ტერიტორიაზე ტარდება სხვადასხვა აქტივობა.

წელს, ამ მიზნით, GASB-ის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მათი კლასის სახელობის ხე და იმუშავეს პოსტერებზე.