"ქართული კალიგრაფია გუშინ, დღეს, ხვალ"

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა რიგს შეუერთდა ლექცია-სემინარი სახელწოდებით "ქართული კალიგრაფია გუშინ, დღეს, ხვალ".

აღნიშნული ლექცია წარმართა ცნობილმა ქართველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ. კალიგრაფმა მიმოიხილა ქართული კალიგრაფიისა და დამწერლობის ისტორიაზე, თანამედროვეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ისაუბრა ენის, დამწერლობისა და კალიგრაფიის ურთიერთკავშირზე. აღნიშნული ლექცია-სემინარი ორ ეტაპად ჩატარდა.

  • პირველი: ლექცია თემაზე "ქართული კალიგრაფია გუშინ, დღეს, ხვალ";
  • მეორე: კალიგრაფიის სემინარი ("ვორქშოპი"),

რომელზეც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, შეექმნათ კალიგრაფიული ნამუშევრები მელნის, კალიგრაფიული კალმისა და კალმისტრის გამოყენებით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ GASB-ის VI-XI კლასის მოსწავლეები, ლექციას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

ღონისძიების ორგანიზატორი: თამარ დევაძე