GASB ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მე-14 ეროვნული შესარჩევი კონფერენციის პარტნიორია

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა წელს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მე-14 ეროვნული შესარჩევი კონფერენციის პარტნიორია.  ერონულ შესარჩევ კონფერენციაში ჩვენი სკოლის ხუთი მოსწავლე ღებულობს მონაწილეობას :

  • ლიკა კურდაძე
  • დიანა დარჩიძე
  • დიანა ქედელიძე
  • ალეკო კურდაძე
  • ნათია ფარტენაძე

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის ის პლატფორმა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში.   პროექტში ჩართული ახალგაზრდები არამარტო გაიაზრებენ მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, არამედ ფიქრობენ მათი გადაჭრის გზებზე, უზიარებენ ერთმანეთს განსხვავებულ იდეებს და გამოცდილებას. 

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ ღონისძიებებს, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებზე ცოდნის ამაღლებასა და ახალგაზრდებში დემოკრატიული მოქალაქის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.   წარმატებას ვუსურვებთ, როგორც ჩვენ მოსწავლეებს, ასევე კონფერენციის თითოეულ მონაწილეს.