თეიმურაზ ჯაყელი

 მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლის, თეიმურაზ ჯაყელის წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს თეიმურაზ ჯაყელს ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. ფლორიდის უნივერსიტეტი University of Florida ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის 29-ე ადგილზეა US NEWS-ის რეიტინგით.

გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და მიღწევების გამო (SAT-ის მათემატიკურ ნაწილში 800-დან 800, ხოლო ვერბალურში - 800-დან 740 ქულა) უნივერსიტეტმა თეიმურაზი პრესტიჟული Honors Program-ის მონაწილედაც შეარჩია.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს თეიმურაზს ამ წარმატებას!